ვაშინგტონი —
ეგზიტ პოლების თანახმად, ევროპარლამენტის არჩევნებში მყარი პოზიციები მოიპოვეს ულტრა მემარჯვენე ევროსკეპტიკოსებმა და ასევე მემარცხენე ძალებმა.
საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა მანუელ ვალსმა კვირის კენჭსყრის შედეგებს საფრანგეთისა და ევროპისთვის “მიწისძვრა” უწოდა. შედეგების თანახმად, საფრანგეთის ულტრა მემარჯვენე ნაციონალურმა ფრონტმა მარინ ლეპენის ხელმძვანელობით სრული უპირატესობით გაიმარჯვა. ეს პარტია პირველად პარლამენტში მანდატებით შევა.
ნაციონალისტური პარტიები, სავარაუდოდ, საპარლამენტო ადგილებს მიიღებენ დანიასა და დიდ ბრიტანეთში.
საბერძნეთში, მოსალოდნელია, რომ რადიკალურად განწყობილი მემარცხენე კოალიცია გაიმარჯვებს. ბერძენი მემარცხენეები ეწინააღმდეგებიან მთავრობის მკაცრ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ევროკავშირის მასტიმულირებელი პაკეტის პირობებს პასუხობს.
ულტრა მემარჯვენე პარტიები, ცნობილია, რომ ემიგრაციას და ევროკავშირის მზარდ უფლებებს ეწინააღმდეგებიან.
ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები, ოფიციალურად, ორშაბათს, 26 მაისს გახდება ცნობილი.