ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირმა ბელარუსიდან ელჩები გამოიწვია


ევროკავშირმა ბელარუსიდან ელჩები გამოიწვია
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბელარუსიდან ელჩები გამოიწვიეს, მას შემდეგ რაც ბელარუსის ავტორიტარულმა მთავრობამ პოლონეთის და სხვა ევროკავშირის ქვეყნების ელჩების ქვეყნიდან გაძევების ბრძანება გასცა.
ბელარუსის მთავრობის მხრიდან მსგავსი ქმედება ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესებას მოჰყვა. სანქციები კი თავის მხრივ, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევებს უკავშირდება.
ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც აღნიშნავს, რომ მინსკი არ აპირებს დასავლეთის წნეხის გამო დათმობებზე წასვლას და ბოლომდე დაიცავს თავის ინტერესებს.

XS
SM
MD
LG