ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პლასტიკური ბარათების უსაფრთხოება


ბრიტანელი მეცნიერები საბანკო ბარათების მონაცემთა დაცვის ახალ სქემაზე მუშაობენ

ცნობილ ამერიკულ მაღაზიათა ქსელში „ტარგეტში“ 40 მილიონზე მეტი საკრედიტო და საბანკო ანგარიშის ბარათის მონაცემების გამოყენების სკანდალის შემდეგ პლასტიკური ბარათების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთება გაიზარდა. ეს ეხება ფინანსურ მონაცემების უსაფრთხოების დაცვას, რომელიც პლასტიკური ბარათის მაგნიტურ განყოფილებაში და მახსოვრობის ჩიპშია მოთავსებული. ბრიტანელი მეცნიერები ახლა ექსპერიმენტს ატარებენ - რამდენად გაამართლებს მონაცემების შეყვანა ჩიპის გარეშე, პირდაპირ ბარათზე. ამ მეთოდის გამოცდა ახლახან დაიწყო, თუმცა ამ ტექნოლოგიის ავტორები ამბობენ, რომ ზოგიერთი საკრედიტო კომპანიის მხრიდან დაინტერესება უკვე გაჩნდა.

საკრედიტო და საბანკო ანგარიშების პლასტიკურ ბარათებზე ძირითადად მაგნეტური ზოლებია დაყოლებული, რომელიც მფლობელის საბანკო ანგარიშის შესახებ ინფორმაციას და პერსონალურ ნომერს შეიცავს. საბანკო ბარათებს პინ კოდის სახით დამატებითი დამცავი მეთოდი ემატება.

ზოგიერთ საკრედიტო ბარათზე კი ასეთი სახის ინფორმაცია მახსოვრობის მიკრო-სქემაზე, ეგრეთ წოდებულ, ჩიპებზეა მოთავსებული. ბარათის გატარების შემთხვევაში ეს მონაცემები ხელმისაწვდომი ხდება. ორივე სისტემა საკმაოდ პრობლემურია. კრიმინალურ ელემენტებს შეუძლიათ კომპიუტერით საბანკო ან სავაჭრო სისტემის სამუშაო ვებგვერდებზე კიბერ თავდასხმა განახორციელონ და მომხმარებლის საბანკო მონაცემები ამ გზით მოიპოვონ. ასეთი შემთხვევები ამერიკულ სავაჭრო ქსელ „ტარგეტში“ მოხდა, როდესაც მაღაზიებში ბანკის ბარათების გაშიფვრის მეთოდი გამოიყენეს.

საბანკო ბარათების უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ამჟამად ბრიტანელი მეცნიერები სხვადასხვა მეთოდებზე მუშაობენ, რომელმაც პლასტიკურ ბარათზე არსებული მონაცემების შენახვა უფრო უსაფრთხო უნდა გახადოს.

ვარვიკის უნივერსიტეტის წარმოების ჯგუფის დამსახურებული პროფესორი გორდონ სმიტი ამბობს, რომ მკვლევარები მუშაობენ პლასტიკური ბარათების ჩამომსხმელ მანქანების მიერ ბარათების დამზადების პროცესში მათზე სხვადასხვა ფერების დაფიქსირებაზე, სადაც საბანკო მონაცემები იქნება შეყვანილი.

გორდონ სმიტი: პლასტიკური ბარათები დამდნარი მასალისგან მზადდება, და მყარ სახეს მოგვიანებით იღებს. ამჟამად მუშაობენ სპეციალური პიგმენტების შექმნაზე, რომელსაც სპეციფიური გამოსახულება ექნება.

პიგმენტური მასალა რომელიც საკრედიტო ბარათზე იქნება, პლასტიკურ ბარათზე არსებული ინფორმაციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. როდესაც ბარათს სპეციალურ სკანერზე გაატარებენ, კომპიუტერული პროგრამა ამ პიგმენტურ გამოსახულებაზე არსებული მონაცემების წაკითხვას შეძლებს.

გორდონ სმიტი: როდესაც პლასტიკურ ბარათზე მსგავსი გამოსახულებები პირველად დაურთეს, ეს უბრალოდ ესთეტიკურ ატრიბუტად აღიქმებოდა. თუმცა, მოგვიანებთ მივხვდით, რომ ეს მეთოდი მონაცემთა შენახვისთვისაც შეგვეძლო გამოგვეყენებინა. ანუ ისე შევეღებოთ ბარათი, რომ გამოსახულება დავმალოთ. სწორედ ამის შემდეგ გახდა ეს მეთოდი უფრო მნიშვნელოვანი.

სმიტი აღნიშნავს, რომ ამ მეთოდმა შეიძლება ვერ იმუშაოს, თუკი ვინმე ბარათის დამზადების ტექნოლოგიას გამოიცნობს, თუმცა ამბობს რომ ეს შეუძლებელია. მისი თქმით, გამყალბებლებს ამისათვის გაყალბებული ბარათების დამზადებისთვის სპეციალური მოწყობილობა დასჭირდებათ, რომელიც 300 ათასი დოლარი ღირს.

მომხმარებლები და ბანკები ახალი მეთოდის დანერგვის მოლოდინში არიან, აქამდე კომერციული მიზნებით ის არ გამოყენებულა. თუმცა სმიტი ამბობს, რომ ზოგიერთმა საკრედიტო კომპანიამ უკვე გამოხატა ინტერესი ამ სიახლის დანერგვის მიმართ.
XS
SM
MD
LG