ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არალეგალური ვაჭრობა კომპიუტერული პროგრამებით


.
.

სიანგ ლიმ 100 მილიონი დოლარის პროდუქციის უკანონო კოპირება და გაყიდვა მოახდინა

ჩინეთის მოქალაქე დამნაშავედ ცნეს ამერიკული კომპიუტერული პროგრამებით არალეგალურ ვაჭრობაში.
შეერთებული შტატების ხელისუფლების განცხადებით, 36 წლის სიანგ ლის საკუთარი ვებ-გვერდი ჰქონდა, რომლის მეშვეობით 100 მილიონი დოლარის პროდუქციის უკანონო კოპირება და გაყიდვა მოახდინა.
სიანგ ლი საბაზრო ფასებთან შედარებით ძალზე იაფად ყიდდა მეკობრული გზით მოპოვებულ პროდუქციას შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს 60 ქვეყანაში.
შეერთებული შტატების საემიგრაციო და საბაჟო სამსახურის დირექტორის ჯონ მორტონის განცხადებით: “ეს ორგანიზებული დამნაშავეობის საუკეთესო მაგალითია. ჰაკერები თანამედროვე ამერიკულ პროგრამებს იპარავენ, შემდეგ დეკოდირებას უკეთებენ მათ და მეორე ხელის საშუალებით შავ ბაზარზე ყიდიან. ბატონი ლის მსგავსი ადამიანების წყალობით ამერიკულ გამოგონებებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს ვიღაც კრიმინალები ეპატრონებიან, რაც უდიდეს ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას.“
ამერიკის ხელისუფლების განცხადებით, ლიმ 550 დასახელების კომპიუტრეული პროგრამის გაყიდვა მოასწრო. მათი უმრავლესობა ძალზე ძვირად ფასობს. ზოგიერთი მათგანი 100 ათასი დოლარიც კი ღირს.
ლის კლიენტების ერთი მესამედი შეერთებული შტატების სხვადასხვა კომპანიები იყვნენ, მათ შორის მცირე ბიზნესის წარმომანდგენლები, სამთავრობო ფირმების კონტრაქტორები, ინჟინრები და უბრალო სტუდენტები.
სიანგ ლიმ 1,2 მილონ დოლარად მიყიდა კომპიუტერული პროგრამა ნასას კონტრაქტორ ერთ-ერთი ფირმის ხელმძღვანელს, რომელიც ამჟამად პასუხისგებაშია მიცემული.
როგორც შეერთებული შტატების საემიგრაციო და საბაჟო სამსახურის დირექტორი ჯონ მორტონი აცხადებს: “რთული კომპიუტერული პროგრამების განვითარება ინტელექტუალური საკუთრების დაცვაზეა დამოკიდებული. ძნელია ამერიკულ კომპანიებს მოთხოვო მილიონობით დოლარის ინვესტიციები განახორციელონ იმგვარ პროექტებში, რომლებსაც შემდეგ ჰაკერები ადვილად იპარავენ.“
2011 წლის ივნისში შეერთებული შტატების აგენტებმა სიანგ ლი ამერიკის კუთვნილ წყნარი ოკეანის კუნძულ საიპანზე ჩამოიტყუეს და დააპატიმრეს. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
XS
SM
MD
LG