ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუსლიმთა საძმოს ანგარიშები დაყადაღებული იქნება


ქაიროს სასამართლომ გადაწყვეტილება წინა დადგენილების ძალაში დატოვების შესახებ მიიღო

ეგვიპტის სასამართლომ გადაწყვეტილება მუსლიმთა საძმოს საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ, ძალაში დატოვა. პირველადი დადგენილება გასულ თვეში დაჯგუფების ლიდერების დაპატიმრებას, მათ შორის, პრეზიდენტ მოჰამედ მორსის თანამდებობიდან გადაყენებას, მოჰყვა.

მუსლიმთა საძმომ დადგენილება გაასაჩივრა. თუმცა, განხილვის შემდეგ, ქაიროს სასამართლომ გადაწყვეტილება მისი ძალაში დატოვების შესახებ მიიღო. ჯგუფი თითქმის საუკუნოვანი არსებობის მანძილზე უმეტესად უკანონოდ ითვლებოდა. თუმცა, 2011 წელს პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის ჩამოგდების შემდეგ, ძალა იმდენად მოიკრიბა, რომ ეგვიპტის საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, პრეზიდენტის პოსტიც მოიგო.
XS
SM
MD
LG