ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუსლიმთა საძმო არალეგალური ხდება


ეგვიპტეში მუსლიმთა საძმოს ნებისმიერი სახის ქმედება, მათ შორის საბანკო ოპერაციების განხორციელებაც აეკრძალა

ეგვიპტის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუსლიმთა საძმოს ქონების სრული კონფისკაცია უნდა მოხდეს. პოლიტიკურ ორგანიზაციას ამიერიდან ნებისნიერი სახის ქმედება ეკრძალება. არმიის ფართო მხარდაჭერით, ეგვიპტის მთავრობა ისლამისტური პარტიის წინააღმდეგ კამპანიას აძლიერებს და მის მაქსიმალურ დასუსტებას ცდილობს. განაჩენის გასაჩივრება ჯერ კიდევ შესაძლებელია. დამტკიცების შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილება, ექსპერტების შეფასებით, დაპირისპირებას კიდევ უფრო გაამწვავებს.

მუსლიმთა საძმოს მონაცემებით, მათ ორგანიზაციაში მილიონამდე ადამიანი ერთიანდება. 85 წლის წინ დაარსებული მოძრაობა მოგვიანებით პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა. მუსლიმთა საძმომ როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო და 2011 წელს, ექსპრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის ჩამოგდების შემდეგ, მცირე ხნით ეგვიპტის ხელისუფლების სათავეში მოექცა.
XS
SM
MD
LG