ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორსი გასამართლდება

Indian Sikh school children dressed as Punj Pyara participate in a march from the Sri Akal Takhat at the Sikh Shrine, the Golden Temple in Amritsar, on the eve of the birth anniversary of the fourth Sikh Guru Ramdass.

ეგვიპტის ექსპრეზიდენტი საჯაროდ 3 ივლისის შემდეგ არავის უნახავს

ეგვიპტის სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი მორსი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს. მთავარი ბრალდება ძალადობის და მკვლელობებისთვის ხელის არშეშლაა. სახალხო პროკურორმა განაცხადა, რომ ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს 14 სხვა ეჭვმიტანილთან ერთად გაასამართლებენ. სასამართლოს დაწყების თარიღის შესახებ ჯერჯერობით არაფერი თქმულა.

მუჰამედ მორსი 3 ივლისის შემდეგ საჯაროდ არავის უნახავს, მას შემდეგ, რაც ეგვიპტის არმიამ ის ძალაუფლებას ჩამოაცილა. მორსის მხარდამჭერები, რომელთა შორის ყველაზე მეტად მუსლიმთა საძმო აქტიურობს, მის ხელისუფლებაში დაბრუნებას ითხოვენ. დღეს ქაიროს ორ დიდ ბანაკში მასშტაბიანი საპროტესტო აქციები იგეგმება.
XS
SM
MD
LG