ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის პოლიტიკური კურსი ისევ გაურკვეველია


ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ეგვიპტე შეიძლება რევოლუციამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდეს

სახალხო აჯანყების შედეგად 2011 წლის დემოკრატიული ცვლილებების შემდეგ ეგვიპტეს ორჯერ სამხედროებით დაკომპლექტებული, ხოლო ერთხელ ისლამისტური მთავრობა მართავდა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ელიზაბეტ აროტი იმის შესახებ მოგვითხრობს თუ რაში მდგომარეობს ეგვიპტეში მოდერნიზების პროცესის წარუმატებლობის მიზეზი.

ეგვიპტეში ხალხის ქუჩებში გამოსვლა უკვე ჩვეულებრივი ამბავია. პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით მილიონობით ადამიანი გაერთიანდა. ისინი თავისუფლებას, ღირსების დაცვას და სოციალურ თანასწორობას მოითხოვდნენ.


სამხედრო საბჭო ყოფილი პრეზიდენტის დამხობის მერე, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იმაზე მეტ ხანს დარჩა, ვიდრე პირობა იყო. ამის გამო ქუჩაში მოსახლეობა გამოვიდა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას მოითხოვდა.
ხოლო როდესაც ისლამისტი პრეზიდენტი იქნა არჩეული, მის მიერ დაკომპლექტებულმა მთავრობამ იმედები არ გაამართლა და ხალხი ისევ გამოვიდა ქუჩაში ამჯერად უკვე პრეზიდენტ მორსის გადაყენების მოთხოვნით.


ახლაც ისევ გრძელდება უკმაყოფილო მოსახლეობის აქტიურობა ქუჩებში, იმის ნიშნები კი არ ჩანს, რომ საპროტესტო განწყობამ სახელისუფლო კორიდორებში გადაინაცვლოს.


ვეტერანი აქტივისტი ვიელ ჰალილი ამბობს, რომ დემოკრატიული მოძრაობა ქვეყანაში საკმაოდ წარუმატებლად ვითარდება.


ვიელ ჰალილი: ჩვენ შევძლით წინააღმდეგობა გაგვეწია და შეგვეეცვალა რაღაცეები, თუმცა ვერ მივაღწითს იმას, მიგვეეღო ის რაც გვსურდა.


ჰალილი ამბობს, რომ პოლიტიკა ბინძური და რთული საქმეა, და ის მოწადინებულია რომ ამ პროცესების მონაწილე იყოს. თუმცა ის აცხადებს, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც 2011 წლის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ, წარმატების მისაღწევად კიდევ უნდა იბრძოლონ.


ვიელ ჰალილი: უფრო მეტმა ადამიანმა უნდა გაანძრიოს ხელი და შეხედონ ამ ყველაფერს ისე, რომ რის მიღწევაც მათ სურთ - მათი გასაკეთებელია.


ისინი ვინც პოლიტიკაში ჩაერთო, როგორიცაა ნაციონალური ხსნის ფონდი, საყოველთაო კრიტიკა დაიმსახურეს არაეფექტური და საშინაო პოლიტიკაში მიკერძოებული ქმედებების გამო. ამ თემაზე კომენტარს კომენტატორი და რედაქტორი მონოკლ რანია ალ-მალიკი აკეთებს.


მონოკლ რანია ალ-მალიკი: ბოლო წლებში ეგვიპტის ოპოზიცია ისეთი კონსტრუქციულობით არ გამოირჩეოდა, რომ მთელი გულით მხარს დაუჭერდა რევოლუციას. ასეთი ის მართლა არ ყოფილა.


როგორც ის ამბობს, ნამდვილი ოპოზიცია ჩიხში შევიდა.


მონოკლ რანია ალ-მალიკი: არსებობდნენ რევოლუციონერები, რომლებმაც კონტრ-რევოლუციონერთა მეშვეობით მათ ბანაკში შეღწევა შეძლეს, ისინი ყოფილი პრეზიდენტის მუბარაქის რეჟიმს წარმოადგენდნენ.


მას სჯერა, რომ ეს კონტრ-რევოლუციონერი ძალები ისევ ფლობენ საჭირო ძალაუფლებას, და შიშობს რომ სიტუაცია 2011 წლამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდება, როდესაც ლიდერებს არ აკრიტიკებდნენ.


„მუსლიმთა საძმოს“ დევნის პარალელურად დააპატიმრეს ჟურნალისტები და სამხედრო პირების მიმართ საწინააღმდეგოდ განწყობილი პირებიც. მოჰამედ ელ ბარადეი, დროებითი მთავრობის ვიცე-პრეზიდენტია და ამავდროულად ეროვნული ხსნის ფრონტის ლიდერია, რომელმაც პოსტი სისხლისღვრამდე დატოვა. მას ბრალს ეროვნული ერთგულების დარღვევაში სდებენ.


ვაელ ჰალილი ამბობს, რომ ეგვიპტემ ეს მდგომარეობა მანამდეც გაიარა.


ვიელ ჰალილი: კარგად ვიცით როგორი იყო მუბარაქის მმართველობის წლები. ის 90-იან წლებში ისლამისტების მონაწილეობით შეიქმნა, შემდეგ პოლიციურ სახელმწიფოდ გადაიქცა, რომელიც ყველას მიმართ დაუნდობელი და სასტიკი იყო.


ახლაც კი როდესაც ის უსმენს ხელისუფლების თავდაცვის უწყებას, რასაც ის „ ტერორიზმთან ბრძოლას“ ეძახის, იმედს მაინც არ კარგავს. მაგრამ ის მაინც ამბობს, რომ ძალიან რთული იქნება წლების შემდეგაც კი სლოგანი „ თავისუფლება, ღირსება და სოციალური თანასწორობა“ ეგვიპტეში რეალური გახდეს.
XS
SM
MD
LG