ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის ექსპრეზიდენტი დღეს დაკრძალეს


მოჰამედ მორსი. 2014 წლის ფოტო.
მოჰამედ მორსი. 2014 წლის ფოტო.

დღეს დაკრძალეს ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი, მოჰამედ მორსი. ორშაბათს, სასამართლოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს, მან გონება დაკარგა და ის სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს. თუმცა, ექიმების დასკვნით, ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

ქაიროს სასამართლო ჯაშუშობის საქმეს განიხილავს. მოჰამედ მორსი, 67 წლის ექსპრეზიდენტი და "მუსლიმთა საძმოს" ყოფილი ისლამისტი ლიდერი, ერთ-ერთი ბრალდებული იყო.

მოჰამედ მორსი ხელისუფლებაში ე.წ. არაბული გაზაფხულის შედეგად, 2011 წელს მოვიდა. ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც ეგვიპტელებმა საყოველთაო არჩევნების გზით აირჩიეს. „მუსლიმთა საძმო“ მასობრივი საპროტესტო აქციების და სამხედრო გადატრიალების შედეგად, მალევე დაამხეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG