ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპრეზიდენტ მორსის მიმართვა


ეგვიპტის გადაყენებული პრეზიდენტის წერილი მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა წაიკითხა

ეგვიპტის გადაყენებული პრეზიდენტი მოჰამედ მორსი აცხადებს, რომ ქვეყანაში სტაბილურობა მანამდე არ დამყარდება, სანამ ე.წ. სამხედრო გადატრიალების შედეგები არ შეიცვლება და ის ვინც პასუხისმგებელია, არ დაისჯება. მორსის წერილი მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა წაიკითხა.

ექსპრეზიდენტის ადვოკატები აცხადებენ, რომ სამხედრო გადაწყვეტილებების ანულირების მიზნით, მოჰამედ მორსის გუნდი სასამართლოში შესატან საჩივარსაც განიხილავს. მორსი თავის მიმართვაში მადლობას უხდის ეგვიპტის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც მის მხარდაჭერას აგრძელებს. ექსპრეზიდენტის საქმის განხილვა 8 იანვრამდე გადაიდო. მას გასული წლის დეკემბერში პრეზიდენტის სასახლესთან მომხდარი მკვლელობების და ძალადობის წაქეზებაში ედება ბრალი.
XS
SM
MD
LG