ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯოკოვიჩი ვაქცინის გაკეთებას კვლავ არ აპირებს და ტურნირების გამოტოვებისთვის მზად არის


ნოვაკ ჩოკოვიჩი

ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი მზად არის გამოტოვოს საფრანგეთის ღია პირველობა და უიმბლდონი, თუ ვაქცინაცია სავალდებული იქნება. ჯოკოვიჩი კოვიდ19-ის წინააღმდეგ ვაქცინის გაკეთებაზე კვლავ უარს ამბობს, თუმცა განმარტავს, რომ აცრების წინააღმდეგი არ არის.

„არასდროს არ ვყოფილვარ ვაქცინაციის წინააღმდეგი... მაგრამ მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი ადამიანის თავისუფლებას,“- ამბობს ჯოკოვიჩი.

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი, სწორედ იმიტომ, რომ ვაქცინირებული არ იყო, იძულებული გახდა გამოეტოვებინა ავსტრალიის ღია პირველობა. 34 წლის სერბი სპორტსმენი ქვეყნიდან ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დაადეპორტეს.

ავსტრალიაში ჯოკოვიჩი 11 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რა დროსაც მას ვიზა ორჯერ შეუჩერეს. ჯოკოვიჩმა ავსტრალიელთა პროტესტი გამოიწვია, მას შემდეგ რაც მას სამედიცინო დაშვება მისცეს, იმის საფუძველზე, რომ მას კოვიდ-19 უკვე გადატანილი ჰქონდა.

ტელეკომპანია BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სერბმა სპორტსმენმა თქვა, რომ ის სრულად აანალიზებს მის გადაწყვეტილებებს.

„მე მესმის, რომ დღეს აცრილი არ ვარ და ამის გამო ტურნირების უმეტესობაში მონაწილეობა არ შემიძლია. დიახ, ეს არის ფასი, რომლის გადახდისთვისაც მზად ვარ,“- ამბობს ჯოკოვიჩი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG