ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში პანდემიის განმავლობაში მკვლელობები 30%-ით გაიზარდა


„სისხლის სამართლის საბჭოს“ მონაცემებით, პანდემიის პირველი წლის განმავლობაში, შეერთებულ შტატებში, მკვლელობების რაოდენობა თითქმის 30%-ით გაიზარდა. ზრდა ფიქსირდება როგორც დიდ ქალაქებში, ასევე მიცრედ დასახლებულ ადგილებში. ეს ტენდენციაა როგორც რესპუბლიკურ, ასევე დემოკრატიულ შტატებში.

ნებრასკის ომაჰას უნივერსიტეტის კრიმინოლოგიისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ასოცირებულ პროფესორს, ჯასტინ ნიქსს მიაჩნია, რომ ქვეყნის მასშტაბით მკვლელობების ზრდას ხელი იარაღის გავრცელებამ, პანდემიურმა სტრესმა და პოლიციისადმი საზოგადოების ნდობის შემცირებამ შეუწყო.

„ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ საჯარო სივრცეებში იარაღის ტარებამ იმატა. ჩვენ ვიცით, რომ პანდემიამ, ყველა თანმხლები შტამითა და გაურკვევლობით, შექმნილმა ეკონომიკურმა შფოთვამ, შესაძლოა ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ამასთან, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ და ამის შემდეგ მომხდარმა საპროტესტო აქციებმა, პოლიციის ლეგიტიმაციის კრიზისი გამოიწვია“ - ამბობს ნიქსი.

გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაცემებით, 2020 წლის დასაწყისიდან, მას შემდეგ რაც პანდემია დაიწყო, იარაღის გაყიდვა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

2021 წლის მარტში, ბიურომ იარაღთან დაკავშირებით ადამიანების წარსულის ყველაზე ბევრი შემოწმება ჩაატარა - ერთი კვირის განმავლობაში, 1 218 002 ასეთი შემოწმება ჩატარდა. ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც 1998 წელს, ფედერალურმა მთავრობამ იარაღის გაყიდვის ზედამხედველობა დაიწყო.

გალოპის“ მიერ ჩატარებული კვლევა ამბობს, რომ ამერიკელების უმეტესობა, პოლიციაში მნიშვნელოვანი ცვლილებების საჭიროებას ხედავს. ზოგიერთ შტატში იყო მოწოდებები იმის შესახებ, რომ პოლიციის დაფინანსება უნდა შემცირებულიყო. კვლევით ირკვევა, რომ გამოკითხულ ამერიკელთა თითქმის ნახევარი, პოლიციის დეპარტამენტებისთვის დაფინანსების შემცირებას და ამ ფინანსების სოციალურ პროგრამებზე მიმართვას მხარს უჭერს.

XS
SM
MD
LG