ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის კრიტიკა ვაშინგტონში


2 ოქტომბერს, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ყოველდღიური ბრიფინგისას სპიკერის მოადგილემ მარი ჰარფმა განაცხადა, რომ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებით აღნიშნავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციული საზღვრის მონაკვეთში რუსეთის უშიშროების ძალების მიერ ღობეებისა და სხვა ფიზიკური ბარიერების აღმართვის მზარდ შემთხვევებს. ამერიკის საგარეო უწყების განცხადებით, ეს ქმედებები არ შეესაბამება რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, და არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

"ბორდერიზაციის ინციდენტები ხელს უშლის მხარეებს შორის ნდობის არსებობას და ვნებს საქართველოს მოსახლეობას [საზღვრის] ორივე მხარეს." სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის მხარეს მოწოდებს ბარიერების მოხსნას და კონფლიქტის მოგვარებას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში.
XS
SM
MD
LG