ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ლევადას" გამოკითხვის შედეგები


გამოკითხულთა 42 პროცენტი ფიქრობს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა იყოს

„ლევადას“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის ბოლო გამოკითხვის თანახმად, რუსეთში გამოკითხული მოსახლეობის 44 პროცენტს საქართველოზე ძირითადად კარგი შეფასება აქვს. 2012 წლის ივლისში ამ ადამიანების რაოდენობა 39 პროცენტი იყო. ამავე გამოკითხვით, 42 პროცენტი ფიქრობს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა იყოს. ანალოგიურ კითხვაზე შარშან დადებითად 41-მა პროცენტმა უპასუხა.

სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, გამოკითხული მოსახლეობის 43 პროცენტი ფიქრობს, რომ ეს რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოს უნდა წარმოადგენდეს.

შარშან ამ დროს ზუსტად იგივე რაოდენობა ფიქრობდა, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოს რანგში უნდა არსებობდეს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG