ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეუთოს განცხადება


Moldova - OSCE, logo
Moldova - OSCE, logo

განცხადებაში აღნიშულია, რომ კონფლიქტიდან 5 წლის თავზეც კი შესამჩნევია სამხედრო კონფლიქტის შედეგები

რუსეთ-საქართველოს ომიდან მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია განცხადებას აქვეყნებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კონფლიქტის შედეგად, ასობით ადამიანი დაიღუპა და ათასობით ადამიანი დევნილობაში ცხოვრობს.

განცხადებაში აღნიშულია, რომ კონფლიქტიდან 5 წლის თავზეც კი შესამჩნევია სამხედრო კონფლიქტის შედეგები. ამ ეტაპზე, ეუთო აქტიურად არის ჩართული ჟენევის ფორმატში, სადაც კონფლიქტის შედეგების აღმოსაფხვრელად მედიაციის ძალისხმევა ტარდება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად ორი სამუშაო ჯგუფის რეგულარული შეხვედრებისა, პოლიტიკური პროცესისთვის ეს ძალისხმევა საკმარისი არ არის. ადამიანები, რომლებიც კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში ცხოვრობენ, მშვიდობას, სტაბილობასა და შესაძლებლობას იმსახურებენ.

ეუთო აცხადებს, რომ ორგანიზაცია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტში, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას, მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG