ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემენცია - სპეციალისტები საგანგაშო კვლევას აქვეყნებენ


ავსტრალიაში 40 წელში დემენციით დაავადებულთა რიცხვი გაორმაგდება. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ დროულად უნდა მოხდეს წამლის შექმნა, რომელიც დემენციის საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული.

სფეროს სპეიალისტები ამბობენ, რომ 40 წლის შემდეგ ავსტრალიაში 800 000-ზე მეტი ადამიანი იქნება დემენციით დაავადებული, რაც ორჯერ მეტია ვიდრე ახლა.

ავსტრალიის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ინსტიტუტის სამთავრობო უწყების კვლევით, ქვეყანაში 2058 წელს დემენციით დაავადებულთა რაოდენობა 1,1. მილიონი იქნება. სპეციალისტები დაავადების ზრდის მაჩვენებლის შემცირების ერთადერთ გზად პრეპარატს ასახელებენ.

დემენცია ფართო ტერმინია და ის თავის ტვინის ფუნქციებს აზიანებს. დაავადებული პაციენტების მოვლა კი რთული და ძვირია. მხოლოდ 2019 წელს ავსტრალიაში პაციენტებზე ზრუნვაში 2.1 მილიარდი ამერიკული დოლარი დაიხარჯა.

ამ დროისთვის მსოფლიოში 55 მილიონი ადამიანია დემენციით დაავადებული. ყოველწლიურად მათი რაოდენობა კი 10 მილიონით იზრდება. თუმცა სპეციალისტები დიდი ბრიტანეთიდან ამბობენ, რომ მსოფლიოში 2050 წლისთვის დემენციით დაავადებულთა რაონებობა ყოველწლიურად არა ათით არამედ 40 მილიონით გაიზრდება. კვლევა ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლამ ჩაატარა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG