ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოზამბიკს მორიგი ციკლონი "კენეტი" ემუქრება


მოზამბიკის ჩრდილოეთ სანაპიროს თავს „ციკლონი „კენეტი“ დაატყდა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ იმ ადგილებიდან სადაც შტორმია მოსალოდნელი, 30 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ციკლონ „კენეტამდე“ 6 კვირით ადრე, მოზამბიკს თავს გამანადგურებელი ციკლონი „იდაი“ დაატყდა, რომელმაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. „იდაის“ გაერომ სამხრეთ ნახევარსფეროში „ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინელები“ ქარიშხალი უწოდა.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ციკლონი „კენეტი“ შესაძლოა უფრო ძლიერი იყოს ვიდრე „იდაი“, რადგან ის ისეთ ადგილებს შეიძლება დაატყდეს თავს, სადაც მსგავს ბუნებრივ კატასტროფებს მიჩვეულნი არ არიან.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთ სეზონზე მოზამბიკს თავს ორი ციკლონი დაატყდა, - აცხადებს გაერო.

მოზამბიკამდე ციკლონმა კომოროს კუნძულს გადაუარა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG