ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონავირუსით უსიმპტომოდ შეიძლება უფრო მეტი ადამიანია ინფიცირებული ვიდრე ცნობილია


ახალი კვლევები აჩვენებს, რომ კორონავირუსი უსიმპტომოდ ბევრად უფრო მედ ადამიანს ჰქონდა, ვიდრე ჩვენთვისაა ცნობილი. ეს კვლევები ქმნის იმედს, რომ ვირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბევრად უფრო დაბალია ვიდრე ფიქრობდნენ. თუმცა მეორე მხრივ, ეს ართულებს იმის გაგებას თუ ვინ შეიძლება იყოს ვირუსის გადამტანი და ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, როგორიცაა ბიზნესების, სკოლებისა და სხვა დაწესებულებების გახსნა.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ინფიცირებულთა 25 პროცენტს შეიძლება სიმპტომები არ ქონდეს. თუმცა მაიკლ მინა, ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან, ამბობს რომ ამ რიცხვის გამოთვლა რთულია, არაადეკვატური და არაზუსტი ტესტირების გამო. ის აცხადებს, რომ ინფიცირების რეალური სურათი არ გვაქვს.

უფრო და უფრო საფუძვლიანია მოსაზრება, რომ მოსახლეობის დიდ რაოდენობას შეიძლება სიმპტომები საერთოდ არ ქონდეს. ისლანდიაში მოსახლეობის 6 პროცენტის გასინჯვის შედეგად აღმოჩნდა, რომ 0.7 პროცენტს ვირუსი ჰქონდა. ეს მაჩვენებელი 13 პროცენტია მათთვის, ვისაც მოგზაურობის ისტორია აქვს.

თუმცა ეს ტესტები, ყელიდან და ცხვირიდან აღებული ნაცხით ტარდება, და ცდომილების მაღალი მაჩვენებელი აქვს. ზოგიერთს შეიძლება ნეგატიური პასუხი ჰქონდეს, თუმცა მოგვიანებით ეს შეიცვალოს.

მონაცემების უფრო მეტ სიზუსტეს ანტისხეულების ტესტისგან ელიან. თუმცა ცდომილების ალბათობა აქაც მაღალია.

გასულ კვირას, კალიფორნიის სანტა კლარას საგრაფოში 3300 ადამიანის ტესტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ ინფიცირების რაოდენობა 1.5-დან 2.8 პროცენტამდე იყო ანუ დაახლოებთ 48,000 დან 81,000 ადამიანამდე, რაც დადასტურებულ შემთხვევებზე 50-ჯერ მეტია. კვლევა ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა და მალევე დაიმსახურა კრიტიკა, რადგან ადამიანების შერჩევა ფეისბუქ რეკლამით მოხდა. მკვლევარების თქმით, ეს იმ ადამიანებს უბიძგებს კვლევაში მონაწილეობისკენ, ვისაც გარკვეული სიმპტომები უკვე ჰქონდათ.

თუ ინფექცია უფრო მეტად გავრცელებულია ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ, ეს გულისხმობს, რომ მოსახლეობას უფრო კარგი იმუნიტეტი აქვს ვირუსთან გასამკლავებლად, რაც გავრცელებას შეანელებს. თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ ჯერჯერობით არ ვიცით თუ რამდენ ხანს გასტანს იმუნიტეტი და შესაძლებელია თუ არა ხელახალი ინფიცირება.

ინფექციის რეალური მასშტაბის დასადგენად, მიუკერძოებელი და ეგრეთწოდებული, რანდომიზირებული კლვებია საჭირო, ამბობს მაიკლ მინა, ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტიდან.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სხვა ორგანიზაციები მსგავსი კვლევის ჩატარებას გეგმავენ. თუმცა კვლევებს და ფართო ტესტირებას, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე დასჭირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG