ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში კორონავირუსით 3 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა


თეირანი აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო ქვეყანაში 3 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მაგრამ, არაოფიციალური წყაროები აცხადებენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა სინამდვილეში 15 ათასამდეა. ინტერნეტითაც ვრცელდება შემაშფოთებელი ვიდეოები თეირანში შექმნილი სიტუაციის შესახებ. თუმცა, "ამერიკის ხმამ" ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროების საშუალებით გადამოწმება ვერ შეძლო.

ოფიციალური მონაცემებით, კოვიდ-19-ით ინფიცირებულია 50 000-მდე ადამიანი. ირანის მთავრობამ მეჩეთები და სემინარიებიც ოფიციალურად დახურა, რამაც ხალხში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. შეწყდა პარასკევის ლოცვასთან დაკავშირებული ტრადიციული ცერემონიები.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მთავრობამ, რელიგიური მოსაზრებების გამო, ვირუსის გავრცელებაზე რეაქცია დააგვიანა. თავად ირანის მთავრობა ბრალს მოსახლეობას სდებს, რომელიც ოფიციალურ გაფრთხილებებს თავიდან ყურად არ იღებდა.

ოთხშაბათს, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ შეერთებული შტატები დაადანაშაულა იმაში, რომ ვაშინგტონმა ხელიდან გაუშვა "ისტორიული შანსი" თეირანთან ურთიერთობის დასალაგებლად, როცა ირანს ეკონომიკური სანქციები არ მოუხსნა. როჰანის თქმით, ამან ხელისუფლებას პანდემიასთან ბრძოლაში შეუშალა ხელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG