ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლოს-ანჯელესი არასამედიცინო ნიღბების ტარებისკენ მოუწოდებს


შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გამოწვეულმა გარდაცვალების შემთხვევებმა 5 000-ს გადააჭარბა. კოვიდ-19-ის გავრცელების ზრდის ფონზე, ლოს-ანჯელესი მოსახლეობას მოუწოდებს საჯარო სივრცეებში ნიღბები ატარონ.

ქალაქის მერმა ერიკ გარჩეტიმ ლოს-ანჯელესის მოსახლეობას სთხოვა სამედიცინო ნიღბების გამოყენების ნაცვლად, რომელიც ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებს და პერსონალს სჭირდება, ნაჭრის ნიღბები ატარონ.

ფედერალური ჯანდაცვის ოფიციალური პირები ამ დროისთვის არ გასცემენ ნიღბების ტარების საყოველთაო რეკომენდაციას. თუმცა, გავრცელებული ცნობებით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრში ამ საკითხზე მსჯელობა უკვე დაიწყო.

გარჩეტის თქმით, ნიღბების ტარების რეკომენდაცია არ ნიშნავს, რომ „ყველა უცებ გარეთ გავიდეს“. ქალაქის მოსახლეობა სახლში უნდა დარჩეს და თუ აუცილებლობა არ ითხოვს, სურსათის შეძენა, ან აფთიაქებში წასვლა არ ესაჭიროებათ, ქუჩებში არ უნდა გავიდნენ.

მსოფლიოში კორონავირუსით ინციფირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ დღეს თითქმის მილიონს მიაღწია. გარდაიცვალა 50 000-მდე და გამოჯანმრთელდა 203 000-ზე მეტი ადამიანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG