ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინფიცირებულთა რაოდენობა სადაცაა მილიონს გადააჭარბებს - კორონავირუსი მსოფლიოში


Coronavirus

დღეს, სააგენტო “როიტერის” მონაცემების თანახმად, გლობალურად კორონავირუსის დადასტურებული 951,900 შემთხვევა აღირიცხა. ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგ 24 საათში, ინფექციის გავრცელების არსებული ტემპის პირობებში, შემთხვევების რაოდენობა მილიონიან ნიშნულს გასცდება.

ფართოდ აღიარებული გაგებით, ქვეყნების მიერ მოწოდებული ოფიციალური მონაცემები, სამწუხაროდ ვირუსის გავრცელების ნამდვილ სისწრაფეს შემცირებულად წარმოადგენს. სახელმწიფოები მხოლოდ დადასტურებულ ინფიცირების შემთხვევებს აღრიცხავენ. შესაბამისად, ტესტირების გარეშე რეალური გავრცელება და ზუსტი რიცხვი ბევრად უფრო მაღალია და სტატისტიკური მონაცემების მიღმა რჩება.

სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდა გრძელდება. ბოლო დღეს, თითქმის 5 000 დადასტურებული ახალი გარდაცვალება აღირიცხა და მთლიანმა რიცხვმა 48,206-ს მიაღწია. მცირედ ნუგეშისმომცემია ის გარემოება, რომ დაავადების შეუმჩნეველი შემთხვევების ჩათვლით, სიკვდილიანობის კოეფიციენტი - გარდაცვალებათა რიცხვის დაავადებების შემთხვევებთან შეფარდება - ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ამას ოფიციალური მონაცემები აღრიცხავს.

ამჟამად შეერთებულ შტატებში 216,700-ზე მეტი ინფიცირებულია და გარდაცვალების 5,100-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა. ბოლო მონაცემები ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციას ეფუძნება.

“როიტერის” მიერ მოძიებული, შიდა გამოყენების და საჯარო დოკუმენტები აჩვენებს, რომ შესაძლოა ევროკავშირის მთავრობებმა, კორონავირუსზე რეაგირება მნიშვნელოვნად დააგვიანეს. ამასთან, მათ პირბადეებისა და სამედიცინო აღჭურვილობის ნაკლებობასთან დაკავშირებული ამჟამინდელი რთული ვითარება, რეაგირების საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასებით გააუარესეს.

ევროკავშირის მთავრობები ვითარების სიმძიმეს მარტში მიხვდნენ, მაგრამ ერთობლივ მოქმედებაზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, პროტექციონისტული ზომების მიღება არჩიეს, შექმნეს სავაჭრო წინაღობები, რათა მეზობლებისთვის სამედიცინო აღჭურვილობის ექსპორტი შეეფერხებინათ.

კიდევ ერთი საყურადღებო ინფორმაცია: ჩინელი მეცნიერების ჯგუფმა გამოყო რამდენიმე ანტისხეული, რომელიც მათი თქმით, ახალი კორონავირისის უჯრედებში შეღწევას უკიდურესად ეფექტურად ბლოკავს. ჩინელი მეცნიერების აზრით, ამ ანტისხეულებით შექმნილი პრეპარატი ბევრად ეფექტური იქნება, ვიდრე ახლანდელი მიდგომები, მათ შორის პლაზმის გამოყენება, რომელიც სისხლის ტიპით არის შეზღუდული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG