ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკში სასწრაფო დახმარების დამატებით 200 მანქანა ჩავიდა

ნიუ-იორკი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას განაგრძობს. ქალაქში რამდენიმე წუთის წინ დამატებით 200 სასწრაფო დახმარების მანქანა ჩავიდა. ნიუ-იორკმა ეს დახმარება ფედერალური მთავრობისგან მიიღო.

პანდემიასთან ბრძოლისთვის ნიუ-იორკმა დამატებითი დახმარება მიიღო
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:52 0:00

სასწრაფო მანქანების კოლონა ქალაქში მიჩიგანიდან ჩავიდა, კოლონას ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლასიო დახვდა და მადლობა გადაუხადა პერსონალს. "მადლობა რომ ჩამოხვედით ჩვენს დასახმარებლად ეს ძალიან გვჭირდება ახლა,"- თქვა მერმა ბილ დე ბლასიომ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ დროისთვის ყველაზე მეტი ინფიცირებულია. ქვეყანაში ყველაზე რთული მდგომარეობა შტატ ნიუ-იორკშია. შტატში 100 000 დადასტურებულად ინფიცირებული ადამიანიდან დაახლოებით 16% იღუპება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ნიუ-იორკში 2 468 ადამიანია დაღუპული 93 000-მდე კი ინფიცირებული.

დღეს შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ აღნიშნა, რომ შტატში პანდემიასთან ბრძოლა, სავარაუდოდ მთელი ზაფხული გასტანს და აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

This item is part of

Facebook Forum

XS
SM
MD
LG