ამერიკის არჩეული კონგრესმენი ლუიზიანიდან, 41 წლის ლუკ ლეტლოუ კოვიდ-19-ის შედეგად, სამშაბათს გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი საარჩევნო კამპანია ადასტურებს.
ლეტლოუმ 18 დეკემბერს განაცხადა, რომ კოვიდ-19 დაუდასტურდა. მომდევნო დღეს ის საავადმყოფოში დააწვინეს, ხოლო 22 დეკემბერს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
ლეტლოუმ ლუიზიანაში არჩევნების მეორე ტურში, 5 დეკემბერს გაიმარჯვა. მას კონგრესმენის ფიცი 3 იანვარს უნდა დაედო.
ლეტლოუს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მის ოჯახს შტატის გუბერნატორმა ჯონ ბელ ედვარდსმა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ საჯაროდ მიუსამძიმრეს.
Facebook Forum