ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში კოვიდ-19-ის გავრცელების შესაჩერებლად დამატებითი შეზღუდვები დააწესეს


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დამატებით რამდენიმე მილიონ ბრიტანელს გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვები დაუწესა, კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად.

ბრიტანეთში გამოვლენილი ახალი შტამი გაცილებით სწრაფად და მარტივად ვრცელდება. ქვეყანაში ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაშ მნიშვნელოვნად გაიზარდა. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ახალი შტამი 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე კორონავირუსის თავდაპირველი ვარიანტი.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ბრიტანეთის მოსახლეობის სამი მეოთხედი, რაც დაახლოებით, 44,1 მილიონი ადამიანია, შეზღუდვების ყველაზე მკაცრ ზონაშია მოქცეული. დიდ ბრიტანეთში კოვიდ-19-ის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 981 ადამიანი გარდაიცვალა.

მკაცრი შეზღუდვები სასტუმროების, არა-კრიტიკული მნიშვნელობის მაღაზიების და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილების დაკეტვას მოიცავს. ჯონსონმა ბრიტანელებს ახალი წლის ღამეს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და ისინი გაფთხილა, რომ ახალი წელი სხვა ოჯახების წარმომადგენლებთან არ აღნიშნონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG