ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასტანაში ეუთოს სამიტი მიმდინარეობს


ასტანაში ეუთოს სამიტი მიმდინარეობს
ასტანაში ეუთოს სამიტი მიმდინარეობს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ეუთოს სამიტზე, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარეობს, ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს რეგიონალურ კონფლიქტებში უფრო აქტიური მონაწილეობა სთხოვა.

მიმდინარე სამიტი ორგანიზაციის დაარსებიდან 35 წლისთავს ემთხვევა. კლინტონმა 56 წევრიან ორიგანიზაციას ადამიანის უფლებების დაცვის ძალისხმევისა და რეგიონალური სამშვიდობო ოპერაციების გააქტიურება სთხოვა.

ეუთოს სამიტი საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკაში 1999 წლიდან პირველად ტარდება. ასტანა ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის ყაზახეთის ეკონომიკური წინსვლის დემონსტრირებას ცდილობს. ეკონომიკური წინსვლის მიუხედავად, ყაზახეთს საერთაშორისო საზოგადოება მკაცრად აკრიტიკებს ქვეყნაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო.

ქალბატონმა კლინტონმა ეუთოს წევრ ქვეყნებს განუცხადა, რომ თითოეულმა მათგანმა პირნათლად უნდა დაიცვას ადამიანის უფლებების ის პრინციპები, რომელთა დაცვის პირობაც მათ ეუთოში გაწევრიანების დროს იკისრეს.

„საკმარისი არ არის ის, რომ ქვეყნის კონსიტუცია პრესის თავისუფლების გარანტიას იძლეოდეს. განსაკუთრებით იმ შემთხვევქაში, თუ ჟურნალისტები მუდმივ ზეწოლას განიცდიან. არც მხოლოდ არჩევნების გამართვაა საკმარისი. ეს პროცესი თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს. ეუთოს წევრი ქვეყნების მოვალეობების სია საკმაოდ გრძელია. ჩვენ არავის ვთხოვთ ახალი პრინციპების მიღებას. ჩვენ უბრალოდ ის გვსურს, რომ ყველამ შეასრულოს პასუხისმგებლობები, რომლებიც ორგანიზაციაში გაწევრიანების დროს იაიღო საკუთარ თავზე.“

კლინტონმა განაცხადა, რომ ეუთო მოლდოვასა და აზერბაიჯანში კონფლიქტების მოგვარების პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს. გარდა ამისა, მან სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა ეუთოს უარი განუცხადა საქართველოს ორ რეგიონში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ორგანიზაციის დამკვირვებლების დაშვებაზე.

„სამწყხაროა, რომ ერთი წევრი ქვეყანა მის ტერიტორიაზე ეუთოს მისიის ჩამოყალიბებას ითხოვს, ხოლო მეორე წევრი კი ამას ხელს უშლის. ამ მაგიდასთან ჩვენ ის უნდა გადავწყვიტოთ, თუ როგორ დავეხმაროთ ორგანიზაციას საკუთარი საქმის შესრულებაში და როგორ აღვადგინოთ ერუთოს მისია საქართველოში. ამასთან, ჩვენ თითოეულ მხარეს მოვუწოდებთ ბოლომდე დაიცვს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პირობები,“ განაცხადა ქალბატონმა კლინტონმა.

XS
SM
MD
LG