ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონს კონგრესში მოუსმენენ


დღეს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეერთებული შტატების კონგრესის საგანგებო მოსმენებზე კანონმდებელთა წინაშე კიდევ ერთხელ წარსდგება. რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებული წარმომადგენელთა პალატის კომიტეტი რამდენიმე წლის წინ ლიბიის ქალაქ ბენღაზიში ამერიკის საელჩოზე მომხდარი თავდასხმის ფაქტს იძიებს.

კლინტონი 2012 წლის 11 სექტემბრის შეიარაღებული იერიშის გარემოებათა შესახებ კანონმდებელთა მრავალრიცხოვან კითხვებს უპასუხებს. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის წამყვანი კანდიდატი, ჰილარი კლინტონი, ქვეყნის საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდა, როცა ბენღაზიში მომხდარ თავდასხმას ამერიკის ელჩი ქრისტოფერ სტივენსი და კიდევ სამი ამერიკის მოქალაქე შეეწირა.

XS
SM
MD
LG