ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საძიებო ვებ-გვერდი გუგლი ჩინეთში ნაწილობრივ დაბლოკილი რჩება


საძიებო ვებ-გვერდი გუგლი ჩინეთში ნაწილობრივ დაბლოკილი რჩება. ამერიკაში დაფუძნებული საძიებო გიგანტი ჩინეთის მთავრობისგან რეგულაციებს მოელის, რათა ლიცენზიის გაგრძელების საკითხი განიხილოს.

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საძიებო სისტემაში ისეთი ფუნქცია როგორიც შეკითხვის დასმა და მასზე პასუხის მოპოვებაა, დაბლოკილი რჩება.

სისტემა ჩინეტში ოთხშაბათს დაიბლოკა, გუგლისთვის ლიცენზიის გაგრძელების ბოლო დღეს. ჩინეთი საინფორმაციო სააგენტო “ხინუას” ინფორმაციით, მთავრობა ოფიციალურ მიზეზად ლიცენზიის აპლიკაციის ჩაბარების დაგვიანებას ასახელებს.

XS
SM
MD
LG