ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს ქვეყნები ჩინეთიდან მგზავრობაზე აკრძალვებს აწესებენ


ორშაბათს ჩინეთმა 1000 საწოლიანი საავადმყოფო გახსნა, რომელიც სამშენებლო ბრიგადებმა კორონავირუსის აფეთქებასთან გასამკლავებლად, საჩქარო წესით ააშენეს. ვირუსით 17 ათას 200-ზე მეტი ადამიანი დაავადმყოფდა და მხოლოდ ჩინეთში, სულ ცოტა 361 გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მოელის შემთხვევების რიცხვის ზრდას იმ დროს, როდესაც შესწავლის პროცესში მყოფი ათასობით შემთხვევის ანალიზის პასუხი მოდის.

ვირუსი მეტწილად ჩინეთის ტერიტორიაზეა ჩაკეტილი, 23 სხვა ქვეყანაში კი დაახლოებით 150 შემთხვევა აღირიცხა. კვირას, ფილიპინებმა გამოაცხადა, რომ ვირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა, რომელიც ჩინეთის გარეთ სიკვდილის პირველი შემთხვევა იყო.

ჩინეთის ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების შეჩერება სცადა და ზოგიერთ რეგიონში გადაადგილება აკრძალა. ასევე გაახანგრძლივა დასვენების დღეები, რათა ადამიანები სკოლებისგან და მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილებისგან ჩამოეშორებინა.

სხვა ქვეყნებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ჩინეთიდან გამომგზავრებული ადამიანებისთვის შეზღუდვები შემოიღეს, რაც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან კრიტიკის სამიზნე გახდა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ჰუა ჩანინგმა შეერთებულ შტატებს ბრალი დასდო, რომ ის შიშს ავრცელებს და ეპიდემიასთან საბრძოლველად საფუძვლიან დახმარებას არ სთავაზობს.

შეერთებულმა შტატებმა 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი დააწესა ამერიკის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ეპიდემიის საწყის წერტილში, ჰუბეის პროვინციაში იყვნენ ნამყოფი. არა ამერიკის მოქალაქეების უმეტესობას, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში იყო ნამყოფი, შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალა.

ჩინეთიდან მომავალი ამერიკის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები, ასევე ქვეყანაში მუდმივად ცხოვრების სტატუსის მქონე პირები და ავიახაზების თანამშრომლები, შერჩეულ აეროპორტებში დამატებითი შემოწმებისთვის გადაჰყავთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG