ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აშშ-ს გემების გადაადგილებას აპროტესტებს


ჩინეთმა ორშაბათს შეერთებული შტატების ორი გემის სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მოძრაობის გარშემო უკმაყოფილება გამოთქვა. საგარეო საქმეთა მინისტრმა გენგ შუანგმა განაცხადა, რომ გემები წყლებში ჩინეთის ნებართვის გარეშე მოხვდნენ. მისი თქმით, საზღვაო ხომალდებმა ჩინეთის სუვერენიტეტი დაარღვიეს.

პეკინმა სახმრეთ ჩინეთის ზღვაზე კონტროლი უკანასკნელი წლების განმავლობაში გააძლიერა. პეკინმა ზღვაში პატარა კუნძულებსა და რიფებზე სამხედრო ბაზები და საჰაერო პოლიგონები ააგო.

შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ჩინეთის ქმედებებს ნავიგაციის თავისუფლების დაცვით პასუხობენ, რათა ჩინეთმა საზღვაო და საჰაერო მოძრაობა არ შეზღუდოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG