ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სიტუაცია მწვავდება


ჩინეთის გადაწყვეტილებამ სამხედრო ბაზის დაწესების შესახებ ვიეტნამის, მალაიზიის, ტაივანის, ბრუნეისა და ფილიპინების მთავრობების შეშფთება გამოიწვია

ჩინეთის უახლესი ქალაქი და სამხედრო გარნიზონი კუნძულზე მდებარეობს, რომელზე საკუთრებაც ვიეტნამს, ტაივანსა და ჩინეთს შორის გადაუჭრელი დავის საკითხია. ამ პრობლემას ის უფრო ართულებს, რომ მინერალებისა და სატრანსპორტო მარშრუტების რესურსის შემცირებასთან ერთად, დავის არც ერთი მხარე პოზიციებს არ თმობს.

ხიაო ჯი ახალი ქალაქი სანშა სიტის პირველი მერია:
„სანშა სიტის დაარსება ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ მიღებული ბრძნული გადაწყვეტილებაა, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, რესურსებისა და ზოგადად ვითარების დაცვას სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.“

ჩინეთი სანშას ბაზის გამოყენებას იმ ტერიტორიული წყლების პატრულირებისთვის გეგმავს, რომელსაც ვიეტნამი და ფილიტინები საკუთარი ქვეყნის ნაწილად მიიჩნევენ. ფილიპინები უარს აცხადებს სანშა სიტის დაარსების აღიარებაზე.

ვალდენ ბელო ფილიპინების წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო ურთიერთოებების კომიტეტის თავმჯდომარეა. მისი თქმით:
„ეს ნაბიჯი კარგად ჯდება ჩინეთის მიერ წარმოებულ მიწების წართმევის პოლიტიკაში და არის არალეგიტიმური.“

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ჩინეთის მიერ სანშა სიტის დაარსება იმაზე მიუთითებს, რომ პეკინი დარწმუნებულია იმაში, რომ ნებისმიერი სახის დაპირისპირება მის სასარგებლოდ დასრულდება.
ჯასტინ ლოგანი ვაშინგტონში დაფუძნებული კატოს ინსტიტუტის საერთაშო პოლიტიკის განყოფილების დირექტორია. ის მიიჩნევს, რომ ჩინეთი შესაძლოა ზედმეტადაა საკუთარ შესაძლებლოებეში დარწმუნებული:

„ჩემი აზრით არასწორი გათვლების გაკეთების დიდი საფრთხე არსებობს - ჩინელებმა შეიძლება ისე ითამაშონ, რომ გაუცნობიერებლად ვიღაცა სხვის წითელი ხაზი გადაკვეთონ.“

არაერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ჩინეთი ფილიპინებისა და ვიეტნამის პროტესტის წინააღმდეგ კამბოჯას იყენებს, რითაც სამხრეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის - იგივე ასეანის - დასუსტებას ცდილობს.
ჯასტინ ლოგანი ამბობს, რომ სანშა სიტიში სამხერდო ბაზის აშენება ძალიან გაბედული ნაბიჯია, რადგანაც პეკინისთვის რთული იქნება იმის ახსნა, თუ რა დანიშნულება აქვს სამდედრო პერსონალს კუნძულზე:

„არსებობს რიგი ქვეყნებისა, მათ შორის ასეანშიც, მაგალითად კამბოჯა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ამ კონტექსტში ჩინეთს უჭერენ მხარს. ვფიქრობ, რომ ჩინეთის მხარდამჭერ ქვეყნებს შეუძლიათ მასზე ზეწოლა მოახდინონ და უთხრან რომ ამჯერად პეკინის იერ გადაგმულ ნაბიჯს მხარს ვერ დაუჭერენ და სანშას დაარსებაზე განცხადებას საერთოდ არ გააკეთებენ.“

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ არსებული დაპირისპირების გადაჭრა ძალით არ უნდა მოხდეს:

„ჩვენ გვაწუხებს ის, რომ რომელიმე ქვეყნის მიერ ცალმხრივი მოქმედების შედეგად ვითარება შეიძლება უკიდურესად დაიძაბოს. ეს კონფლიქტი მხოლოდ მოლაპარაკებით, დიალოგითა და დიპლომატიური თანამშრომლობით უნდა გადაწყდეს.“

შეერთებულ შტატებს ტერიტორიული წყლების კუთვნილებასთან დაკავშირებული დავა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არ აქვს. თუმცა, პრეზიდნეტმა ობამამ განაცხადა, რომ ყველა ქვეყანა შეშფოთებული უნდა იყოს მზარდი დაძაბულობით, რომელიც სამხრეთ ჩინეთის აუზის ქვეყნებს შორის დღითიდღე ღრმავდება.
XS
SM
MD
LG