ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინს დღეს პეკინში მეგობრული დახვედრა მოუწყვეს


პუტინს დღეს პეკინში მეგობრული დახვედრა მოუწყვეს
პუტინს დღეს პეკინში მეგობრული დახვედრა მოუწყვეს

ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ჯინტაომ რუსეთის პრემიერ მინისტრ ვლადიმირ პუტინს დღეს პეკინში მეგობრული დახვედრა მოუწყო და განუცხადა, რომ მისი ჩინეთში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდეც უფრო გააღრმავებს.

რამდენიმე საჯარო კომენტარის შემდეგ, პუტინმა და ჯინტაომ შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გააგრძელეს. სავარაუდოდ შეხვედრაზე რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების მთელი სპექტრი იყო განხილული.

ჩინეთის სახალხო კონგრესის ლიდერ ვუ ბანგუოსთან შეხვედრისას პუტინმა აღნიშნა, რომ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობა პირდაპირ აისახება რუსეთის მოქალაქეების კეთილდღეობაზე.

გუშინ ჩინეთის პრემიერ მინისტრ ვენ ჯიაბაოსთან გამართულ შეხვედრაზე მხარეები ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობის დაწყებაზე ვერ შეთანხმდნენ, ჩინეთის მიერ გაზის ფასის დაწუნების გამო.

XS
SM
MD
LG