ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში სამხედრო ბიუჯეტზე და საპრეზიდენტო ვადის გაზრდაზე მსჯელობენ


ის, თუ რამდენად გაიზრდება ჩინეთის სამხედრო უწყების დაფინანსება, ერთ-ერთია იმ მრავალ საკითხთა შორის, რომელთა განხილვაც პეკინში, უმაღლესი დონის პოლიტიკურ შეხვედრებზე, ორშაბათიდან დაიწყება. ყურადღების ცენტრშია ასევე წინადადება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს თანამდებობა განუსაზღვრელი ვადით ეკავოს. მოსალოდნელია, რომ ამ წინადადებას მოიწონებენ.

შეკრების წინა პერიოდში, სახელმწიფო მედია სავსე იყო ინფორმაციით სამხედრო წვრთნებზე. თავდაცვაზე მომუშავე კომპანიები მეტ ხარჯვას ლობირებდნენ, ხაზს უსვამდნენ სამხედრო ძლიერების ზრდას და წვდომის გაფართოებას. გასულ წელს, ჯიბუტში, აფრიკის კონტინენტზე, ჩინეთმა პირველი საზღვარგარეთული ბაზა დააარსა, რაც იმას ნიშნავს, რომ პეკინის მხრიდან გლობალურად დიდი როლის თამაშის ამბიციები იზრდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG