ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ამერიკას თვალთვალის შეწყვეტას სთხოვს


პეკინი ვაშინგტონისგან ჩინეთის სანაპირო საზღვარზე თვალთვალის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს. განცხადება ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავს და ორ ჩინურ საბრძოლო თვითმფრინავს შორის მომხდარ ინციდენტს მოჰყვა, რაც პენტაგონის შეფასებით “უსაფრთხო” არ იყო.

ამერიკის მხარე აცხადებს, რომ შეერთებული შტატების თვითმფრინავი სამშაბათს რეგულარულ საპატრულო მისიაზე იმყოფებოდა, როცა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ორი ჩინური თვითმფრინავი მასთან საკმაოდ ახლოს მივიდა. ჩინეთი კი თვლის, რომ პენტაგონის ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება. პეკინის განმარტებით, მათი თვითმფრინავები მუდმივად “უსაფრთხო მანძილზე” დაფრინავდნენ და მონიტორინგს “კანონის და რეგულაციების დაცვით” აწარმოებდნენ.

XS
SM
MD
LG