ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზიის საფონდო ბირჟებმა კვირა დანაკარგით დაასრულა


აზიის საფონდო ბირჟებზე კიდევ ერთი რთული კვირა დასრულდა. ინვესტორები ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელების გამო სიფრთხილეს იჩენენ.

შანხაის აქციებზე ფასი 3.5 პროცენტით დაეცა. ეს უკანასკნელი ერთი წლის განმალვობაში რეკორდული ვარდნაა. საფონდო ბირჟები ტოკიოში, სეულსა და ჰონგ-კონგში ერთ პროცენტიანი დანაკარგით დაიხურა.

აქციების ფასების ვარდნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩინეთმა - მსოფლიოს ზომით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანამ - სესხებზე მოსალოდნელ მონაცემებზე დაბალი შედეგები გამოაქვეყნა.

XS
SM
MD
LG