ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი სადავო ტერიტორიების კონტროლს ცდილობს


ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია და ასევე ერთი ინგლისურენოვანი მედია საშუალება აცხადებენ, რომ გასულ კვირას ჩინეთმა J-11B გამანადგურებელი თვითმფრინავები გაუშვა პარსელის არქიპელაგის კუნძულ ვუდიზე. ეს თვითმფრინავები ჩინეთის სამხედრო არსენალში ერთ-ერთი უახლესი დანამატია, რომელიც მთლიანად ჩინეთშია აწყობილი.

ჩინელი სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს სადავო ტერიტორიებზე კონტროლი დააწესოს. იმავე ტერიტორიაზე პრეტენზია სხვა ქვეყნებსაც აქვთ, მათ შორის, ტაივანსა და ვიეტნამს, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ ისინი ასევე სამხედრო ზომებს გაატარებენ.

პეკინის ეს ნაბიჯი და მცდელობა, რომ საჰაერო კონტროლი დაამყაროს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე სადავო ტერიტორიებზე, რისკის ქვეშ აყენებს იმ ქვეყნების თანამშორმლობას, რომლებიც გასულ თვეს შეთანხმდნენ, რომ უთანხმოება დიპლომატიური გზებით გადაეჭრათ.

ეს ტერიტორია უკიდურესად მნიშვნელოვანია სათევზაო, სანაოსნო და ასევე ნავთობის მომპოვებელი ინდუსტრიისთვის. ანალიტიკოსების აზრით, ეს ამერიკის უკმაყოფილებასაც გამოიწვევს, რომელსაც მიაჩნია, რომ ზღვა ღია უნდა დარჩეს ყველა მხარისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG