ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეკინში ახალი, მეგა-აეროპორტი გაიხსნა


ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, პეკინის მეორე საერთაშორისო აერპორტი გახსნა, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე დიდი ერთნაგებობიანი ტერმინალი აქვს.

დასინის საერთაშორისო აეროპორტი სრული დატვირთვით გაზაფხულზე ამუშავდება. ახლა კი ის ნაწილობრივ კომუნისტური პარტიის მმართველობის 70-ე წლისთავის იუბილემდე რამდენიმე დღით ადრე გაიხსნა. საიუბილეო ცერემონიები 1 ოქტომბრისთვის იგეგმება.

ზღვის ვარსკვლავის ფორმის აეროპორტი 5 წელიწადზე ნაკლებ დროში 17 მილიარდ დოლარად ააშენეს.

დასაწყისისთვის აეროპორტი, მხოლოდ შიდა ფრენებს განახორციელებს, თუმცა მომავალი გაზაფხულიდან, უკვე 112 მიმართულებით დაიწყება საერთაშორისო ფრენები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG