ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეკინი გააგრძელებს სამხედრო რეფორმას


ჩინეთის პრემიერ-მინისტრის ვენ ჟიბაოს განცხადებით პეკინი გააგრძელებს სამხედრო რეფორმას და წარმატებით დაასრულებს თანამედროვე შეიარაღებული ძალების მშენებლობას.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის სახალხო ყრილობაზე გამოსვლისას ვენ ჟიბაომ განაცხადა, რომ მილიარდნახევრიან ქვეყანას ძლიერი და მოდერნიზებული არმია ჭირდება, რომელიც მზად უნდა იყოს ლოკალურ ომებში უპრობლემოდ გაიმარჯვოს.

ჩინეთის სამხედრო ბიუჯეტი სიდიდით მეორეა მსოფლიოში შეერთებული შტატების შემდეგ. 2012 წელს ეს ბიუჯეტი კიდევ 106 მილიარდი დოლარით გაიზრდება.

XS
SM
MD
LG