ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში ჟურნალისტებზე ზეწოლას აპროტესტებენ


ჟურნალისტთა კლუბი ჩინეთის უსაფრთხოების ძალების პირდაპირ როლზე საუბრობს

რამდენიმე უცხოური პრესის ასოციაცია ჩინეთის ხელისუფლებას საკუთარი კორესპონდენტების მუქარის, ზეწოლისა და ფიზიკური ანგარიშწორებისთვის ადანაშაულებს.

დღეს, ჩინეთის უცხოურ კორესპონდენტთა კლუბმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ შეშფოთებულია ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ინციდენტების ხასიათითა და სიხშირით. უფრო მეტიც, მომხდარში უცხოელ ჟურნალისტთა კლუბი ჩინეთის უსაფრთხოების ძალების პირდაპირ როლზე საუბრობს.

ასოციაცია საუბრობს ივლის-აგვიტოს პერიოდში ჩინეთში მოღვაწე უცხოელ ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტებზე, აპარატურის ჩამორთმევისა და ჟურნალისტების ძალით დაკავების ოთხ შემთხვევაზე.
XS
SM
MD
LG