ჩინეთის მთავრობა ჩინეთის წითელი არმიის ისტორიულ გრძელ მარშს გმირობის საოცარ მაგალითად წარადგენს. როგორც ცნობილია, 75 წლის წინ კომუნისტების მცირერიცხოვანმა ძალებმა ათასობით კილომეტრი დაფარეს რადგან ისინი ჩინელი ნაციონალისტების სამხედრო ძალებს გაურბოდნენ.
ჯინგანგშანი ჩინეთის სამხრეთაღმოსავლეთ რეგიონში მდებარე კომუნისტების ცნობილი ბაზაა. ქალბატონი შუ და მისი ორი და ჩრდილოაღმოსავეთ ლიაონინგის პროვინციიდან აქ ამ ისტორიული მნიშვნელობის ღირშესანიშნაობის მოსანახულებლად ჩამოსვლას დიდი ხნის მანძილზე აპირებდნენ.
„იმ ხანებში, როცა მაო და მისი მომხრეები იბრძოდნენ, ჩვენ ძალიან გვიჭირდა, განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობას. მაგრამ სწორედ მათი ბრძოლის შედეგად ჩინელი ხალხი გათავისუფლდა,“ აღნიშნავს ქალბატონი შუ.
ჩინეთის მთავრობა ეგრეთწოდებული „წითელი ტურიზმის“ განვითარებას ხელს უწყობს. „წითელ ტურიზმში“ იგულისხმება კომუნისტური ისტორიის ამსახველი ღირშესანიშნავი ადგილების მონახულება ჩინეთის წითელი არმიის იდეალების შესწავლის მიზნით.
ხაო იმ ათასობით საჰაერო ძალების კადეტების რიცხვში შედის, რომელიც იანანის პრონვინციაში განლაგებულ ბაო ტას პაგოდას ესტუმრა. აღსანიშნავია, რომ გრძელი მარშის დასრულების შემდეგ ჩინელი კომუნისტები სწორედ ბაო ტას პაგოდაში დაბინავდნენ.
„წითელი ტურიზმის“ რეკლამირება საკმაოდ მომგებიანი ბიზნესი გახდა. იანანის პროვინციაში დახლების მფლობლები ფულს შოულობენ იმით, რომ ჩინეთის წითელი არმიის ჯარისკაცების სამხედრო ფორმებს აქირავებენ. ხოლო სამხედრო ფორმებში გამოწყობილი ტურისტები სამახსოვრო ფოტოებს იღებენ.
ბატონი ხუ იანანის ბაზარზე მაოს სუვენირებს ყიდის. მისი თქმით:
„აქ მოსვლა კომუნისტ ლიდერებს გონების განწმენდაში ხელს უწყობს. აქ ისინი ხვდებიან, რომ წარსულში ყველაფერი უკეთესი იყო, მაშინ როცა ახლა ყველგან კორუფციაა გამეფებული.“
მაო ძედუნის უზარმაზარი ქანდაკება იანანის რევოლუციური მუზეუმის წინ მდებარე მოედანს ჩრდილავს. ბევრი ჩინელისთვის მაო კლავინდებურად ქვეყნის ისტორიაში პატიოსნების პერიოდს ანსახიერებს.
გრძელი მარში დამთავრდა როცა მაო და მისი არმია 1935 წელს შანქსის პრონვიციის პატარა ქალაქ ვუქიში შევიდნენ. ქალაქ ვუქიში განლაგებულ ქანდაკებასთან ტურისტი ლი აღნიშნავს, რომ მას ქვეყანაში მდიდრებსა და ღარიბებს შორის მზარდი სხვაობა აღელვებს.
„თუ ღარიბი ხარ შიმშილით მაინც არ მოკვდები. თუ მდიდარი ხარ, ცხოვრება ადვილია. თუ ეწევი, მხოლოდ კარგ სიგარეტს ეწევი. შეგიძლია რესტორნებში იარო, დალიო ალკოჰოლი და ღარიბები ფეხ ქვეშ გაიგდო,“ დასძენს ლი.
ლი აღნიშნავს, რომ თანამედროვე ჩინურ საზოგადოებას ზნეობა აკლია. მას ჯერ კიდევ სჯერა, რომ მაო ცოცხალი რომ ყოფილიყო ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.