ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი კოვიდ-19-ის ლოკალური გავრცელების კერებს ებრძვის


პეკინი, 2022, Reuters

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქე ბეიზის მთავრობამ მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ეს ქვეყანაში ამ დროისთვის კოვიდ-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოქმედ ზომათაგან ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მოთხოვნაა, რათა ვირუსის შიდა აფეთქებების აცილება თუ მართვა გახდეს შესაძლებელი.

ქალაქის მოსახლეობა 3.6 მილიონია და ის ვიეტნამს ესაზღვრება. ქალაქი გლობალური სტანდარტებით პატარაა, მაგრამ არაარსებითი მგზავრობის შეზღუდვები და სხვა რეგულაციები ეროვნულ დონეზე განსაზღვრული ღონისძიებების მსგავსადაა მიღებული. ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების განმარტებით, ქალაქში შაბათიდან ორშაბათამდე შიდა გავრცელების 99 სიმპტომური შემთხვევა დაფიქსირდა.

ეს ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის ოლიმპიადის პარალელურად, რომელიც პარასკევს დაიწყო და 20 თებერვლამდე გასტანს. ამასთან, ქვეყანაში მთვარის ახალ წელთან დაკავშირებით გამორჩეულად ბევრი ადამიანი მგზავრობს.

ათობით ათლეტი პეკინში და ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინცია ჰებეიში უკვე აღმოჩნდა კოვიდ-დადებითი. ისინი იზოლაციაში გადაიყვანეს, თუმცა ოლიმპიადასთან დაკავშირებული არც ერთი ღონისძიება მნიშვნელოვნად არ დაზარალებულა.

XS
SM
MD
LG