ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში მიწისძვრის შემდეგ ბიძგები გრძელდება


ჩინეთში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ შედარებით სუსუტი ბიძგები გრძელდება. მაშველები ცდილობენ სიჩუანის პროვინციაში დახარალებულ ადამიანებს დახმარება აღმოუჩინონ.

შაბათის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, ყველაზე მეტად დაზარალებული ლუშანის რაიონის ძებნა ვერ ხერხდებოდა. აღნიშნულ რაოინში გაწყვეტილია სატელეფონო კავშირიც. მაშველებმა ამის მიუხედავად გზების ნანგრევებისგან გაწმენდა მაინც მოახერხეს და მძიმე ტექნიკა დაზარალებულ რაიონებში გადააქვთ. ათასობით ადამიანს ელექტროენერგია და სატელეფონო კავშირი არ მიეწოდება.

ოფიციალური პირების განცხადებით, სტიქიური უბედურების შედეგად დაიღუპა 188 ადამიანი. გარდა ამისა, დაინგრა დაახლოებით 170 ათასი შენობა და ათობით ათასი ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაზიანების შედეგად, მაშველებს ზოგიერთ დასახლებამდე მისვლა ჯერ არ შეუძლიათ.
XS
SM
MD
LG