ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძლიერი მიწისძვრა ჩინეთში


აშშ-ის გეოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 6,6 ბალი იყო და მან 13 კილომეტრის მონაკვეთი მოიცვა.

ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად მსხვერპლი იზრდება. უკანასკნელი მონაცემებით 160 ადამიანი დაიღუპა 6700 კი დაშავდა.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის დახმარების აღმოსაჩენად მაშველთა სპეციალური ჯგუფები გააგზავნა.

ჩინეთის ოფიციალური პირების განცხადებით, მიწისძვრის ეპიცენტრში რიხტერის შკალით 7 ბალიანი ბიძგები დაფიქსირდა. აშშ-ის გეოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 6,6 ბალი იყო და მან 13 კილომეტრის მონაკვეთი მოიცვა.
XS
SM
MD
LG