ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინელი მაშველები დაზარალებულებს ვერ ეხმარებიან


ჩინელი მაშველები ცდილობენ სიჩუანის პროვინციაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება აღმოუჩინონ. თუმცა ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაზარალებული ინფრასტრუქტურისა და მასობრივი ნგრევის შედეგად მაშველებს ეპიცენტრის ადგილზე მისვლა უჭირთ.

მიწისძვრამ 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სავარაუდოდ, 11 ათასმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.

ჩინეთის სახელმწიფო მედია სინხუა აცხადებს, რომ მიწისძვრამ ლუშანის პროვინცია მნიშვნელოვნად დააზიანა. გზების ნგრევის გამო, ამჟამად ლუშანს სახმელეთო ტრანსპორტი არ უდგება. გარდა ამისა, ელექტროენერგიისა და ტელესაკომუნიკაციო სისტემების გათიშვის გამო პროვინციასთან ვერ მყარდება სატელეფონო კავშირი.
XS
SM
MD
LG