ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩიკაგო იუსტიციის დეპარტამენტს უჩივის


ორშაბათს, ქალაქ ჩიკაგოს მერიამ შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს სასამართლოში უჩივლა. საქმე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის გამოყოფილ გრანტზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს ეხება. ფედერალური თანხები ამიერიდან ეზღუდება ე.წ. თავშესაფარ ქალაქებს, რომლებიც იმიგრანტებს მეტ უფლებებს ანიჭებს, ვიდრე ამას ახალი ფედერალური რეგულაციები ითვალისწინებს.

ჩიკაგოს მერმა რამ ემანუელმა კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არ დაუშვებდა ქალაქის პოლიციის ოფიცრების პოლიტიკურ მძევლებად ქცევას. “ახალი პირობები... სამართალდამცავებს და იმიგრანტ ჯგუფებს შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბებული თანამშრომლობის წახალისების პოლიტიკისთვის სილის გაწნაა” - ნათქვამია 46-გვერდიან საჩივარში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG