ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ადმინისტრაცია იმიგრაციის შეზღუდვის განკარგულებას იცავს


თეთრ სახლს იმიგრაციის თაობაზე დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო განკარგულების დაცვა უწევს, რომლის თაობაზეც საქმე ჰავაის სასამართლოში აღიძრა. ბრძანებულებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ამერიკაში მყოფ ნათესავებთან ვიზიტი ეზღუდებათ ბებიებს, ბაბუებს, შვილიშვილებს, სიძეებს, რძლებს და ოჯახის სხვა წევრებს, რომლებიც არა უშუალოდ ოჯახის წევრების, არამედ ნათესავების კატეგორიაში მოხვდნენ.

შეერთებულ შტატებში შემოსვლა ურთულდებათ ექვსი, ძირითადად მუსლიმებით დასახლებული სახელმწიფოს მოქალაქეებს. ესენია: ირანი, ლიბია, სომალი, სუდანი, სირია და იემენი. შეზღუდვა ძალაში გასულ ხუთშაბათს შევიდა. ის 90 დღით გავრცელდება ახალი ვიზების გაცემაზე და 120 დღით - ლტოლვითა განსახლების პროგრამებზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG