ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა სასამართლოებს “ნელი” და “პოლიტიზირებული” უწოდა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ორშაბათს საღამოს სოციალური ქსელი “ტვიტერი” იმიგრაციის შეზღუდვის თაობაზე თავისი ერთ-ერთი პირველი საპრეზიდენტო განკარგულების მხარდასაჭერად კიდევ ერთხელ გამოიყენა. დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა განკარგულების წინააღმდეგ მიმართული, მისი აზრით, “პოლიტკორექტული” ქმედებები, რომელთა გამოც “საშიში ქვეყნებიდან” იმიგრაციის შეზღუდვის გადაწყვეტილების ერთგვარი შერბილება მოხდა.

“დიახ, ჩვენ გვჭირდება იმიგრაციის შეზღუდვა ზოგიერთი საშიში ქვეყნიდან და არა პოლიტკორექტული ტერმინოლოგია, რომელიც ჩვენი ხალხის დაცვაში არ დაგვეხმარება” - თქვა პრეზიდენტმა. ეს ორშაბათს “ტვიტერზე” იმავე თემაზე გამოქვეყნებული რამდენიმე განცხადების გაგრძელება იყო. ამერიკის ლიდერი იუსტიციის დეპარტამენტისგან ითხოვს, დააჩქაროს ამ შეზღუდვასთან დაკავშირებული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სასამართლოებს “ნელი” და “პოლიტიზირებული” უწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG