ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალუბლების ფესტივალი ვაშინგტონში


აყვავებული ალუბლების ხეივანს შეერთებული შტატების დედაქალაქში დღეში ათასობით ტურისტი თუ ადგილობრივი მოსახლე სტუმრობს

შეერთებული შტატების დედაქალაქი ალუბლების ყვავილობის აღლუმისთვის ემზადება. ფესტივალი ვაშინგტონში რამდენიმე კვირის მანძილზე გრძელდება, საზეიმო აღლუმი კი ხვალისთვის იგეგმება. აყვავებული ალუბლების ხეივანს დღეში ათასობით ტურისტი თუ ადგილობრივი მოსახლე სტუმრობს.

ჯეფერსონის მემორიალთან 3 ათასამდე ალუბლის ხე პირველად 1912 წელს დაირგო. ეს იყო ორ ქვეყანას შორის მეგობრობის სიმბოლო, იაპონელი ხალხის საჩუქარი ამერიკისადმი. დღეს ჯეფერსონის მემორიალის მახლობლად სანაპიროზე დარგული ხეების რაოდენობა 4 ათასს აღემატება. საფესტივალო დღესასწაულები კიდევ რამდენიმე დღე გასტანს.
XS
SM
MD
LG