ერთი ყველაზე ცხადი ნიშანი იმისა, რომ ვაშინგტონში გაზაფხული მოვიდა, ალუბლების ფესტივალია, რომელიც ამერიკის დედაქალაქში დღეს დაიწყო.ფესტივალი 2 კვირა გაგრძელდება. ის იაპონური ალუბლის ხეების ამერიკაში ჩამოსვლის 98-ე წლისთავს ემთხვევა. 1912 წლის 27 მარტს მაშინდელმა პირველმა ლედიმ ჰელენ ტაფტმა, პრეზიდენტი ვილიამ ტაფტის მეუღლემ, იაპონიის ელჩის ცოლთან ერთად სიმბოლურად ალუბლის ორი ხე დარგო თეთრ სახლთან ახლოს.
ამის შემდეგ 1935 წელს, ალუბლების ფესტივალი პირველად გაიმართა ვაშინგტონში. 1965 წელს კი იაპონიის მთავრობამ პრეზიდენტი ჯონსონის მეუღლეს 3800 ალუბლის ხე აჩუქა, რომლებიც თეთრი სახლის მახლობლად დმდებარე ჯეფერსონის მემორიალის გარშემო დარგეს. ფესტივალს ამერიკაში იაპონიის ელჩი ბატონი იჩირო ფუჯისაკი დრეს გახსნის.