ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალუბლის ყვავილობა ვაშინგტონში


Cherry Blossoms Fest

ალუბლის ხეივნები ყვავილობის დროს ათასობით ვაშინგტონის სტუმრისთვის დაუვიწყარ მოგონებად რჩება

ვაშინგტონში ალუბლების ყვავილობას, როგორც წესი, მსოფლიოს უამრავი კუთხიდან სტუმრობენ. იაპონური ალუბლის ხეები ამერიკის დედაქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს ღირშესანიშნაობად ითვლება. თუმცა, ტურისტები არც ქალაქგარეთ, ჩევი ჩეისის დასახლებას აკლია. ალუბლის ხეივნები ყვავილობის დროს თითოეული მათგანისთვის დაუვიწყარ მოგონებად რჩება.

ჩევი ჩეისის მყუდრო უბანში 1 200-ზე მეტი ალუბლის ხე ყვავის. ვაშინგტონის გარეუბანს, ისევე როგორც მის ცენტრს, ამ პერიოდში უამრავი მნახველი ჰყავს. ავსტრალიელი კირა სთაჩბერი ამბობს, რომ ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ყვავილების ბაც ვარდისფერ ღრუბლებში სეირნობს.

ამდენ ყვავილს არ ველოდი. გამოუთქმელი სილამაზეა! ნიავი რომ წამოუბერავს, ყვავილების თოვაში ხვდები“ - ამბობს კირა.

ხეების უმეტესობა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში მშენებარე სახლების წინ დარგეს. ზოგიერთი ხის ასაკი 90 წელს აჭარბებს.

ინდოელი წყვილი ოჯახის მოსანახულებლადაა ჩამოსული.

ძალიან ლამაზია. ასეთი და ამდენი ყვავილი ხეზე არასოდეს მინახავს“.

ლი ჰო ვიეტნამელია და ოჯახთან ერთად ახლა ვაშინგტონში ცხოვრობს. ალუბლის ყვავილობაზე თითქმის ყოველ წელს დადის.

ოჰ! აქ რომ მოვდივარ, ვმშვიდდები და ქვეყანაზე ყველაფერი მავიწყდება“ - ამბობს ლი.

პარკში ბევრი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად მიდის და ალუბლის ხეების მყუდროებაში ისვენებს. აქ ქორწილებიც კი იმართება. მერიაბი ჰერნანდესი და ედ კონსტანტე ამბობენ, რომ ეს წლის საუკეთესო დროა და აყვავებული ალუბლის ტყეში გადაღებული მათი ქორწინების ფოტოებიც უმშვენიერესი გამოვა.

„მშვენიერია. ფოტოები აქ ულამაზესი იქნება“ - იმედოვნებს წყვილი.

სხვა დროს ეს ჩვეულებრივ მშვიდი და წყნარი უბანია. მაგრამ ტურისტების მოზღვავება მათ მაინც არ აწუხებთ. თან სეზონი მხოლოდ ერთკვირიანია. ლეს ნიკოლსონი თვლის, რომ ამ სილამაზით მათთან ერთად ყველამ უნდა ისიამოვნოს:

ანგარიშობენ, რომ სეზონზე 30-40 ათას ადამიანამდე მოდის. მათი დიდი ნაწილი უცხოელია, ხშირად - იაპონლები, რომელთაც ალუბლის ხესთან განსაკუთრებული სიახლოვე აკავშირებთ“ - ამბობს ლესი.

იაპონელი ტურისტი თავადაც გაოცებულია: ალუბლის ხის მეტი რა მინახავს, მაგრამ ასე ზემოთ გადაჭდობილი, არასოდესო. მომაჯადოვებელია! - აღფრთოვანებას ვერ მალავს ის.

დაუვიწყარი სანახაობა და მასთან ერთად ათასობით სტუმარი უბანს ყოველწლიურად უბრუნდება. ალუბლების მოვლას 240 ოჯახი თავის თავზე იღებს. თუკი ხე ავადდება, ან კვდება, მას ცვლიან. ფილის ნოულესი უბნის სიამაყეზე ზრუნვას საპატიო მოვალეობად თვლის.

მიმაჩნია, რომ სილამაზის მფლობელმა ის ყველას უნდა გაუნაწილოს და მშვენიერება სახლში თან გაატანოს. რაღაც განსაკუთრებულად ლამაზს რომ ვნახავ, გული სითბოთი მევსება. სხვებსაც უნდა მივანიჭოთ ეს ბედნიერება“ - ამბობს ფილისი.

მისი თქმით, უბნის მოსახლეებისთვის ალუბლის ხე უკვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
XS
SM
MD
LG