ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ვენესუელაში


პრეზიდენტ უგო ჩავესსა და მის ოპონენტ ენრიკე კაპრილესს შორის მწვავე ბრძოლას წინასწარმეტყელებს

7 ოქტომბერს, ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება.

საზოგადოებრივი გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტ უგო ჩავესსა და მის ოპონენტს, ენრიკე კაპრილესს შორის მწვავე ბრძოლას წინასწარმეტყელებს. ოპოზიციური ძალები ფრთხილი ოპტიმიზმით არიან განმსჭვალული, თუმცა სკეპტიკოსები წინასაარჩევნო უსამართლო გარემოს გამო დიდ იმედებს არ გამოთქვამენ.

ოპონენტების თქმით, ჩავესმა, როგორც პრეზიდენტმა, ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა პოლიტიკური უპირატესობის მოპოვების მიზნით, ამასთან ის აშინებდა და უსამართლოდ სჯიდა ამომრჩეველს.

ჩავესის მხარდამჭერები ოპოზიციურ აზრზე მთავრობის ზეწოლას უარყოფენ.
კვირის არჩევნებით ვენესუელას მომავალი პრეზიდენტი გაირკვევა, თუმცა ვენესუელას დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ დებატები, მომიმხილველების აზრით, დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG